Загрузка...

„იშვიათია ქართველი მამაკაცი, რომელსაც მოსწონს მისი მეუღლე სცენაზე“ - რატომ არიდებდა თავს კონკურსებს თაკო ესებუა - exclusive

loading...
„იშვიათია ქართველი მამაკაცი, რომელსაც მოსწონს მისი მეუღლე სცენაზე“ - რატომ არიდებდა თავს კონკურსებს თაკო ესებუა - exclusive

25 წლის თაკო ესებუა ზაალ უდუმაშვილის რჩეული გახდა. სწორედ ამ მშვენიერი გოგონას მიერ შესრულებულმა საოპერო სიმღერამ გადააწყვეტინა ზაალს, მისი ერთადერთი შანსი გამოეყენებინა და თაკო ავტომატურად ნახევარფინალშია. „ნიჭიერის“ ერთ-ერთი ოქროს ღილაკის მფლობელი დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

- კონსერვატორია დავამთავრე. კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული...

- საქართველოში უფასოა, სად იყავი აქამდე?

- კი, უფასოა, მაგრამ... (იღიმება), მეტს არაფერს ვიტყვი. არ მქონდა სიტუაცია, რომ კონკურსებზე გამოვსულიყავი.

- იმიტომ რომ ადრეულ ასაკში გათხოვდი?

- ნაწილობრივ ამის ბრალიც არის. ადრეულ ასაკში გავთხოვდი, მერე დავშორდი. მერე ბავშვი, როგორც ხდება ხოლმე, უამრავი პრობლემები...

- შეიძლება გკითხო, რატომ დაშორდი მეუღლეს?

- ეს ძალიან პირადულია. ამ თემაზე არ ვსაუბრობ. 4 წელია დაცილებულები ვართ. მას სხვა ოჯახი ჰყავს. 

- შენ?

- მე ვცდილობ ჯერ კარიერას მივხედო. ჩემი მიზნები განვახორციელო, ისევ ჩემი შვილისთვის. არ მინდა მანაც ის წვალება გამოიაროს, რაც მე. პირადიც თავისით მოვა. სიყვარული ხომ არ გეკითხება როდის მოვიდეს. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ.

- სიყვარული იყო, 16 წლის ასაკში რომ გათხოვდი, თუ დაუფიქრებელ ნაბიჯად თვლი ამ გადასახედიდან?

- ალბათ იყო. მაგრამ დღეს ეს ნაბიჯი მაინც დაუფიქრებელი მგონია. 16 წლის ასაკში წარმოუდგენელია სწორედ ის ადამიანი აირჩიო ცხოვრების თანამგზავრად, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატაარებ. 

- დღეს რომ ისევ ერთად გეცხოვრათ, როგორ გგონია, მოგცემდა საშუალებას სცენაზე მდგარიყავი?

- ვერ შევძლებდით ერთად ცხოვრებას. თან იშვიათია ქართველი მამაკაცი, რომელსაც მოსწონს მისი მეუღლე სცენაზე...

- მით უფრო, როცა ამდენ ქათინაურს იღებს მაყურებლისაგან, ჟიურისგან... თაკო, ზალიკოს რჩეული ხარ, როგორი იყო ემოცია, როცა მან ოქროს ღილაკი გამოიყენა შენთვის?

- ამაზე საუბარი გამიჭირდება. იმდენად ემოციური მომენტი იყო, ისეთი ბედნიერი წამები ჩემთვის, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ.

- ისეთი თავდაჯერებული იდექი სცენაზე...

- არასდროს ვიმჩნევ ემოციებს. ვცდილობ დინჯად შევხვდე სიხარულსაც, ბედნიერებასაც... ამ დროს ჩემში შიგნით ისეთი ამბები ხდებოდა (იცინის). შინაგანად განვიცადე ყველაფერი. ვცდილობ ზედმეტი ემოციები არ გამოვავლინო საჯაროდ, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი კომპლექსია. 

- რას გვიმღერებ შემდეგ ტურში?

- ჟანრი ისევ საოპერო იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს რას ვიმღერებ, მაგრამ შევეცდები ის ოქროს ღილაკი გავამართლო. 

- შენი შვილი, საბა, ძალიან გგულშემატკივრობს.

- საბა მართლაც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და დიდი სტიმულია, რომ მეტი და მეტი გავაკეთო ცხოვრეაბაში.

ნინო მჭედლიშვილი

ფოტო: თინა სულაქველიძე

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

Загрузка...

Загрузка...
Загрузка...
reload, if the code cannot be seen

Загрузка...
Новые статьи
მოიწონეთ ჩვენი გვერდი: